„თბილისის აკრებს“ Real Estate Expo 2026-ზე საუკეთესო მარკეტინგული კამპანიისთვის ჯილდო გადაეცა
„თბილისის აკრებმა“ 16-17 ოქტომბერს საქართველოს უძრავი ქონების გამოფენა Real Estate Expo 2026-ში მიიღო მონაწილეობა.
გამოფენის ფარგლებში თბილისის აკრები საუკეთესო მარკეტინგული კამპანიისთვის ჯილდოს მფლობელი გახდა.
Real Estate Expo 2026 საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიასა და საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა. გამოფენამ ერთ სივრცეში სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის პროექტები გააერთიანა.
ორი დღის განმავლობაში „თბილისის აკრების“ სტენდი ვიზიტორთა ყურადღების ცენტრად იქცა. დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოს გასცნობოდნენ პროექტს, რომელიც თბილისში პირველი თვითმყოფადი უბნის სახით ყალიბდება. სტენდზე წარმოდგენილი იყო პროექტის ყველაზე მასშტაბური, უნიკალური მაკეტი, რომელზეც მთელი უბანი - მისი განაშენიანება, ინფრასტრუქტურა და მწვანე სივრცეები - ერთი შეხედვით ჩანდა. სტუმრები პირადად ესაუბრნენ კომპანიის წარმომადგენლებს, დასვეს კითხვები და მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროექტის, ბინების, ფასებისა და შეძენის პირობების შესახებ.
„თბილისის აკრები“ არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი - ეს არის თვითმყოფადი უბანი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. პროექტი აერთიანებს თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსებს, მწვანე და მოსასვენებელ სივრცეებს, ინფრასტრუქტურასა და სერვისებს კომფორტული და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია:
პირდაპირი ვიზიტი გაყიდვების ოფისში: Tbilisi Acres - ი. აბაშიძის #70
ონლაინ კონსულტაცია
სატელეფონო ზარი: +995 (32) 290 05 05 / *5005

ხშირად დასმული კითხვები
პირველი ფაზის ფარგლებში „თბილისის აკრები“ 13 საცხოვრებელ კორპუსსა და 600-ზე მეტ აპარტამენტს აერთიანებს. ცამეტივე კორპუსის მშენებლობა პარალელურ რეჟიმში, განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც პროექტის მასშტაბის გათვალისწინებით სამშენებლო ინდუსტრიისთვის ახალ საორიენტაციო ნიშნულს ქმნის.
თბილისის აკრები ვაკესა და საბურთალოს შორის მდებარეობს. ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან 2 წუთის სავალზე.
თბილისის აკრები პირველი თვითმყოფადი უბანის, სადაც დაგეგმილია მრავალფუნქციური და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მაცხოვრებლების კომფორტული ცხოვრებისათვის.
პროექტი მოიცავს განვითარებულ საზოგადოებრივ სივრცეებს, მინი-მოლს / რითეილ პლაზას, რესტორნებსა და ბარებს.
ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების მხარდასაჭერად უბანში განთავსდება , აუზი, სპორტული მოედნები, პადელის კორტები და სკეიტ-პარკი. ასევე გათვალისწინებულია საბავშვო გასართობი სივრცეები, მყუდრო მოსასვენებელი ზონები, საპიკნიკე და სალაშქრო სივრცეები, რაც ქმნის სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს ერთ სივრცეში.
მეორე ფაზაში „თბილისის აკრები“ რელიეფის ბუნებრივ ხაზებს მიჰყვება და ერთმანეთთან ჰარმონიულად დაკავშირებულ არქიტექტურულ რკალებად ვითარდება. ეს კომპოზიცია ქალაქის ახალ, გამორჩეულ სილუეტს შექმნის, ხოლო აპარტამენტების მაცხოვრებლებს უნიკალური, 360-გრადუსიანი ხედებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
დაბალი, 7–8-სართულიანი განაშენიანებით „თბილისის აკრები“ ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულ კავშირს ინარჩუნებს და ქმნის მეტი სივრცის, სიმშვიდისა და კომფორტის განცდას. მეორე ფაზის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დიდი სარეკრეაციო ზონებია, რომელთა ცენტრალური ნაწილი უბნის უდიდესი, ერთჰექტრიანი პარკი იქნება.