მოასწარი ბინის შეძენა სპეც‑ფასად 20 ნოემბრამდე!
პროექტის შესახებ

თბილისის აკრები - პირველი თვითმყოფადი უბანი

კეთილი იყოს მობრძანება პირველ თვითმყოფად უბანში, სადაც მთელი ქალაქი ერთ სივრცეში გაქვს.
თბილისის აკრები ნამდვილი ურბანული მოვლენაა

ეს არის ინოვაციური დეველოპერული პროექტი, რომელიც წარმოადგენს სახლის სრულიად ახალ კონცეფციას და პირველად საქართველოში მაცხოვრებლებს სთავაზობს საცხოვრებელ ტერიტორიას და ქალაქის ყველა საზოგადოებრივ სივრცეს ერთ უბანში.

Tbilsi Acres - პროექტის შესახებ

ახალი დასახლება დაბალი განაშენიანებითა და ქუჩებში ინტეგრირებული ველობილიკებით, ყველაზე მოთხოვნად, ცენტრალურ უბნებს ვაკესა და საბურთალოს შორის მდებარეობს, მაგრამ ამასთანავე, გარემოცულია ხელშეუხებელი ტყითა და ბუნებრივი ლანდშაფტით.

 

თბილისის აკრები ერგება თანამედროვე ადამიანის არა მარტო საჭიროებებს, არამედ სურვილებსა და მისწრაფებებს. ეს ახალი უბანი თავისი საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული, სოციალური დაწესებულებებითა და სარეკრეაციო ზონების დამსახურებით, ქმნის ყველაზე მრავალფეროვან საცხოვრებელ გამოცდილებას.

 

აქ ყველა საჭირო ფუნქციური სივრცე და სტრატეგიული ობიექტი საფეხმავლო მანძილზე მდებარეობს, რაც აწესრიგებს მაცხოვრებლების ცხოვრების რიტმს და ტრანსპორტის მოძრაობას თბილისში. ეს ყველაფერი კი თბილისის აკრებს ქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრად აქცევს.

 

პროექტს მართავს ანაგის შვილობილი კომპანია — ანაგი ქოლაბი, რომელიც ინვესტორებსა და დეველოპერებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ სერვისებს სთავაზობს და მიზნად ისახავს ინოვაციური და მდგრადი პროექტების ხელშეწყობით, სექტორის ახალ საფეხურზე აყვანას.

Tbilsi Acres - პროექტის შესახებ
ხედვა

თბილისის აკრები მომავლის უბნის მოდელია, სადაც სრულყოფილი ცხოვრება რეალური და ხელმისაწვდომია.

უბნის ფართობი
620 000 მ²
ტყე-პარკის ფართობი
90 000 მ²
შენობების რაოდენობა
75
გამწვანება / შენობა-ნაგებობა
85% / 15%

დღეს, როდესაც განვითარების შესაძლებლობები უსაზღვროა, თუმცა დროის ნაკლებობა და გადაადგილების სირთულე ინოვაციური დეველოპმენტის მთავარ გამოწვევად რჩება, თვითმყოფადი უბანი წარმოადგენს ქალაქის შემდგომი განვითარების ერთადერთ და უალტერნატივო გეგმას.

 

დასავლური სტანდარტების, ინოვაციური პრაქტიკებისა და მდგრადი გადაწყვეტილებების ყოველდღიურობაში დანერგვით, ჩვენ ვქმნით სტანდარტს, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს თბილისის ახალი სოციალური ცხოვრება.

ზარის მოთხოვნა

გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, და ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს დროში.
გაგზავნით ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების წესებს და პირობებს.