მოვლენა არქიტექტურაში — პროექტი, სადაც პირველ რიგში უბნის არქიტექტურა შემუშავდა...
თბილისის აკრები პირველი შემთხვევაა არქიტექტურაში, როდესაც თავდაპირველად შეიქმნა უბნის არქიტექტურა და მხოლოდ შემდეგ ინდივიდუალური შენობების იერსახე.
უბნის არქიტექტურა თავისი შინაარსით ყოვლისმომცველია, რაც გულისხმობს ყველა საზოგადოებრივი სივრცის — საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული, სოციალური დაწესებულების დაგეგმარებას საფეხმავლო მანძილზე.
თბილისის აკრები ეს არის ახალი ჯანსაღი წერტილი, რომელიც განტვირთავს თბილისს, ქალაქისთვის კი - ახალი მიზიდულობის ცენტრად იქცევა.

თბილისის აკრების არქიტექტურა უსწრებს დროს, რადგან მაცხოვრებელს ურბანულ ატმოსფეროში ბუნების ელემენტებს აღარ სთავაზობს, არამედ პირიქით, თანამედროვე ადამიანს აბრუნებს ბუნებაში და იქ მისთვის თანამედროვე დიზაინსა და კომფორტს ქმნის.
თბილისის აკრების არქიტექტურა აგებულია ბუნებრივი რელიეფის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ ის იმეორებს ადგილობრივ ლანდშაფტში არსებულ ფორმებსა და ზედაპირებს.
პროექტის თანამედროვე არქიტექტურისთვის დამახასიათებელი მინის დიდი ვიტრაჟები აქრობს ზღვარს ბუნებასა და სახლს შორის, ხისა და ქვის ბუნებრივი მასალებითა და დედამიწის თბილი ტონებით კი, საცხოვრებელი და გარე სივრცე კიდევ უფრო მეტად ერწყმის ერთმანეთს. ფერდობზე რკალურად განფენილი უწყვეტი არქიტექტურა საცხოვრებელი სახლების სახით, უზარმაზარი გამწვანებული ტერიტორიები ზონებს შორის, ერთეული შენობების ინდივიდუალური იერსახე, რომლებიც მიმდებარე გარემოს ჰგავს, ეს ყველაფერი მთლიანი უბნის ხასიათს ატარებს და ბოლოს, ცენტრალური მოედნით გვირგვინდება.
