გახდი ბინის მფლობელი თბილისის აკრებში პირველადი შენატანის გარეშე
სიახლეები

მოასწარი „თბილისის აკრებში“ ბინის შეძენა სასტარტო ფასად - 20 სექტემბერს პრისეილის ფასდაკლება მთავრდება!

19 აგვისტო 2025

მოასწარი  „თბილისის აკრებში“ ბინის შეძენა სასტარტო ფასად - 20 სექტემბრამდე ქალაქის პირველ თვითმყოფად უბანში სპეციალური შეთავაზება მოქმედებს.

„თბილისის აკრები“ არის დედაქალაქის პირველი თვითმყოფადი უბანი, რომელიც მობინადრეებს საცხოვრებელ ტერიტორიასა და ქალაქის ყველა საზოგადოებრივ სივრცეს ერთ უბანში სთავაზობს.

კომპლექსი სტრატეგიულად ორ ყველაზე მოთხოვნად უბანს - ვაკესა და საბურთალოს შორის მდებარეობს, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან რამდენიმე წუთის სავალზე. სპეციალურად ამ უბნისთვის ვაკიდან იგეგმება ახალი გზის მოწყობაც, რომელიც კიდევ უფრო მარტივად დააინტეგრირებს ამ უბანს თბილისის არქიტექტურაში. მობინადრეებს საშუალება აქვთ, სულ რამდენიმე წუთში მოხვდნენ ქალაქის ცენტრალურ ადგილებში, მათ შორის ბიზნესცენტრებთან, სასწავლო ობიექტებთან თუ სავაჭრო მოლებთან.

„თბილისის აკრები“ 62 ჰექტარ ტერიტორიაზე ხორციელდება. ის აერთიანებს ისეთ სოციალურ სივრცეებს, როგორიცაა საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული, მოსასვენებელი, გასართობი და სავაჭრო დაწესებულებები. საცხოვრებელი შენობები და აღნიშნული ობიექტები ჯამში ტერიტორიის 15%-ს იკავებს. დანარჩენი 85% კი ბუნებრივი საფარია ან დენდროლოგების მიერ დამატებით გამწვანებული სივრცე იმ მცენარეებით, რომლებიც ადგილობრივ ფლორას ენათესავება. შესაბამისად, დედაქალაქის ახალი უბანი ორგანულად ერწყმის ბუნებას. „თბილისის აკრებს“ დასავლეთიდან 90 000 კვ.მ. ბუნებრივი ლანდშაფტი და ტყის მასივი ეკვრის, რაც განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის. კომპლექსის მაცხოვრებლებს ერთი მხრივ შესაძლებლობა ექნებათ, იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სადაც ჰაერის ხარისხი მკვეთრად განსხვავდება სხვა უბნებისგან და მეორე მხრივ, წვდომა ჰქონდეთ ყველა საჭირო სერვისსა და ობიექტთან და სწრაფად და შეუფერხებლად მოხვდნენ ქალაქის ცენტრში. ყველა ობიექტი, რისთვისაც აქამდე მთელს ქალაქში გადაადგილება იყო საჭირო, ახალ უბანში, ფეხით სავალ მანძილზე იქნება ხელმისაწვდომი.

მოასწარი ბინის შეძენა „თბილისის აკრებში“, 20 სექტემბერს პრისეილის ფასდაკლება მთვარდება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ბინის შესარჩევად ესტუმრეთ ვებგვერდს Tbilisiacres.ge ან დაუკავშირდით კომპანიას ნომერზე: +995 (32) 290 05 05

მოასწარი „თბილისის აკრებში“ ბინის შეძენა სასტარტო ფასად - 20 სექტემბერს პრისეილის ფასდაკლება მთავრდება!

ზარის მოთხოვნა

გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, და ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს დროში.
გაგზავნით ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების წესებს და პირობებს.