გახდი ბინის მფლობელი თბილისის აკრებში პირველადი შენატანის გარეშე
სიახლეები

ყველაფერი, რაც პირველი თვითმყოფადი უბნის შესახებ უნდა იცოდე — თბილისის აკრები

19 აგვისტო 2025

როგორ უნდა შეარჩიო შენი მომავალი სახლი, როდესაც ყველა ერთი და იმავეს გთავაზობს?
 

ამ შეკითხვას ახალი და რეალური პასუხი აქვს, რომელიც არ არის მხოლოდ დაპირება, არ არის მხოლოდ მარკეტინგი, არამედ არის სახლის სრულიად ახალი კონცეფცია, რომლის ანალოგიც უძრავი ქონების ბაზარზე ჯერ არ არსებობს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, პირველ თვითმყოფად უბანში.  

 

თბილისის აკრები პირველად საქართველოში მაცხოვრებლებს სთავაზობს ახალი ტიპის დასახლებას, რომელიც საცხოვრებელ ტერიტორიას და ქალაქის ყველა საზოგადოებრივ სივრცეს ერთ უბანში აერთიანებს, მდებარეობს ყველაზე მოთხოვნად ცენტრალურ უბნებს, ვაკესა და საბურთალოს შორის და ამასთანავე, ხელშეუხებელი ტყისა და ბუნებრივი ლანდშაფტის გარემოცვაში.

ზედმეტად იდეალურად ჟღერს, რომ სიმართლე იყოს, არა?

მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ, რადგან ეს ნამდვილად ასეა! ახალი დეველოპერული პროექტი მოიცავს ყველაფერს, რაც თანამედროვე ადამიანს ყოვლისმომცველი ცხოვრებისთვის სჭირდება:

— ნამდვილ ბუნებასთან სიახლოვე (შესაბამისად, ნამდვილად სუფთა ჰაერი);

— სოციალიზაცია; 

— მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა;

— თვითრეალიზება;


ულევი შესაძლებლობა განვითარებისთვის
 

თბილისის აკრები გაძლევს ჰობით აქტიურად დაკავების საშუალებას და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენაში გეხმარება.

პროექტი თავისი დაგეგმარებით ამარტივებს ჯანსაღი წესით ცხოვრებას 360-გრადუსიანი სპორტული ინფრასტრუქტურით, მდიდარია სოციალური სივრცეებითა და აქტივობებით ბუნების, სპორტის, ხელოვნების, ფსიქოლოგიის, გასტრონომიისა და არქიტექტურის მიმართულებით, ლოკაციაზე ხელმისაწვდომია:

  • კომერციული და საგანმანათლებლო ცენტრები;
  • მინი-მოლი;
  • სარესტორნო ბრენდები და სერვის ობიექტები;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრალური მოედანი;
  • კულტურული, კომერციული თუ გამაჯანსაღებელი დაწესებულებები;

    ყველა ობიექტი, რის გამოც აქამდე მთელ ქალაქში გადაადგილება გიწევდა, ახლა შენს უბანში, ფეხით სავალ მანძილზე გაქვს. 

 

62 ჰექტარი სიდიდის უბანი ვაკესა და საბურთალოს შორის, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს და დასავლეთით გარს ეკვრის 90,000 კვ.მ ბუნებრივი ლანდშაფტი და ტყის მასივი.

 

ინოვაციური დეველოპმენტის ახალი წამოწყება

თბილისის აკრები ეხმიანება დღევანდელობის მთავარ გამოწვევებს — დროისა და სუფთა ჰაერის ქრონიკულ ნაკლებობას და ქალაქში გადაადგილების სირთულეს.

პირველი თვითმყოფადი უბანი აწესრიგებს მაცხოვრებლების ცხოვრების რიტმს, ტრანსპორტის მოძრაობას თბილისში და ვაკე-საბურთალოს შორის ახალი მიზიდულობის ცენტრს აჩენს, რის გამოც, თბილისის აკრები საინვესტიციო კუთხით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროექტია.

ეს მართლაც რაღაც ძალიან ახალია...
 

თბილისის აკრები პირველი შემთხვევაა არქიტექტურაში, როდესაც თავდაპირველად შემუშავდა უბნის არქიტექტურა და მხოლოდ შემდეგ მოხდა მისი დეტალიზება ინდივიდუალურ შენობებზე.

უბნის არქიტექტურა სრულებით ეყრდნობა კონცეფციას, რომლის მიხედვით ერთმა უბანმა უნდა გააერთიანოს მთლიანი ქალაქის ფუნქცია საფეხმავლო მანძილზე და სწორი დაგეგმარებით, განტვირთოს მოძრაობა მთელ ქალაქში.

გარდა ამისა, თბილისის აკრები ადაპტირებულია უკვე არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტზე და ინარჩუნებს ტერიტორიის პირველად სახეს, რაც ნიშნავს, რომ  არქიტექტურა ერგება ბუნებას, და არა პირიქით.

ინტერიერის დიზაინი შთაგონებულია სკანდინავიური და იაპონური მინიმალიზმის ნაზავის, ე.წ. ჯაპანდის სტილით და იაპონური კონცეფციით — ვაბი-საბით (侘寂), რომლებიც ხასიათდება თბილი ტონებით, პასტელური ფერებით, ბუნებრივ მასალებზე აქცენტირებით და ატმოსფეროში მშვიდი ფორმების შემოტანით.
 

თბილისის აკრები ყველაზე მრავალფეროვანი საცხოვრებელი გამოცდილებაა, რადგან აქ ყოველდღიურად ულევი შესაძლებლობა გაქვს.

პროექტს მართავს ანაგის შვილობილი კომპანია — ანაგი ქოლაბი, რომელიც ინვესტორებსა და დეველოპერებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ სერვისებს სთავაზობს და მიზნად ისახავს ინოვაციური და მდგრადი პროექტების ხელშეწყობით, სექტორის ახალ საფეხურზე აყვანას, რაც იმის პირობაა, რომ პროექტის თავდაპირველი ჩანაფიქრი და სახე არასდროს შეიცვლება.

თბილისი აკრები ქალაქის განვითარების ახალი საფეხურია.

ყველაფერი, რაც პირველი თვითმყოფადი უბნის შესახებ უნდა იცოდე — თბილისის აკრები

ზარის მოთხოვნა

გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, და ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს დროში.
გაგზავნით ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების წესებს და პირობებს.