სიახლეები

თბილისის აკრები Emolas Corporation-ის მთავარი მხარდამჭერია

31 აგვისტო 2026

თბილისის აკრები და Emolas Corporation გრძელვადიან პარტნიორობას იწყებენ ქართული კულტურის საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენისა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან კავშირის გაძლიერების მიზნით

ქართული კულტურის მხარდაჭერა საზღვრებს მიღმა

პროექტი ახალ შესაძლებლობებს ქმნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართული დიასპორისთვის და ხელს უწყობს ქართული კულტურის საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ღირსეულად წარმოჩენას. პარტნიორობის მიზანია მაღალი ხარისხის კულტურული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქართველ ხელოვანებს ახალ აუდიტორიასთან და მნიშვნელოვან საერთაშორისო სივრცეებთან დააკავშირებს.

ამ ხედვის ფარგლებში, თბილისის აკრები Emolas Corporation-თან გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებს. პარტნიორობა ქართული კულტურის ექსპორტის მხარდაჭერას, ქართველი არტისტების საერთაშორისო ცნობადობის გაზრდასა და ქართული დიასპორისთვის გამორჩეული კულტურული გამოცდილებების შექმნას ითვალისწინებს.

თბილისის აკრები პირველი თვითმყოფადი უბანია თბილისში - თანამედროვე საცხოვრებელი გარემო, რომელიც აერთიანებს გამორჩეულ არქიტექტურას, ბუნებას, მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასა და ცხოვრების ახალ შესაძლებლობებს. პროექტისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამედროვე ურბანული სივრცის განვითარება, არამედ ისეთი ინიციატივების მხარდაჭერაც, რომლებიც ქართულ იდენტობას, კულტურასა და შემოქმედებით პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს.

Emolas Corporation აშშ-ში დაფუძნებული კულტურის მენეჯმენტის კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო საშემსრულებლო ხელოვნების პროექტების შექმნასა და პოპულარიზაციაზე მუშაობს. კომპანია ერთმანეთთან აკავშირებს ხელოვანებს, კულტურულ ორგანიზაციებს, დიპლომატიურ ინსტიტუტებსა და საერთაშორისო აუდიტორიას და პროექტებს კონცეფციიდან საბოლოო განხორციელებამდე მართავს.

თბილისის აკრები და Emolas Corporation თანამშრომლობის ფარგლებში არაერთ მნიშვნელოვან კულტურულ ინიციატივას წარადგენენ. ქართული არტისტების დაუვიწყარი პერფორმანსებისა და მომავალი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად, ოქტომბერსა და ნოემბერში გახდება ცნობილი.

ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული კულტურის მხარდაჭერის, მისი საერთაშორისო გავლენის გაძლიერებისა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან კულტურული კავშირის გაღრმავების მიმართულებით. აღნიშნული მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ქართული ხელოვნების ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მის წარმოჩენას საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეებში.

სულ მალე თბილისის აკრებისა და Emolas Corporation-ის ერთობლივი, გამორჩეული კულტურული ღონისძიებების შესახებ კიდევ უფრო მეტს გაიგებთ.

 

გვადევნეთ თვალი - წინ განსაკუთრებული ღონისძიებები გელოდებათ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია:

პირდაპირი ვიზიტი გაყიდვების ოფისშიTbilisi Acres აბაშიძის #70

ონლაინ კონსულტაცია

სატელეფონო ზარი: +995 (32) 290 05 05 / *5005

თბილისის აკრები Emolas Corporation-ის მთავარი მხარდამჭერია

ზარის მოთხოვნა

გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, და ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს დროში.
გაგზავნით ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების წესებს და პირობებს.