სიახლეები

„თბილისის აკრები“ მეორე ფაზას აანონსებს

5 აგვისტო 2026

რელიეფზე მორგებული პრემიუმ არქიტექტურა, დაბალი განაშენიანება, გაუმჯობესებული აპარტამენტები და მასშტაბური სარეკრეაციო სივრცეები -თბილისის პირველი თვითმყოფადი უბანი განვითარების ახალ ფაზას იწყებს

„თბილისის აკრები“ მეორე ფაზას აანონსებს და საზოგადოებას პირველი ფაზის წარმატებულ შედეგებს უზიარებს.

მეორე ფაზის მთავარი პრიორიტეტები

  • რელიეფზე მორგებული პრემიუმ არქიტექტურა;
  • 7-8 სართულიანი დაბალი განაშენიანება;
  • გაუმჯობესებული აპარტამენტები;
  • უნიკალური, 360-გრადუსიანი ხედები;
  • უბნის უდიდესი სარეკრეაციო სივრცე -თბილისის აკრების ერთჰექტრიანი პარკი;
  • დამოუკიდებელი კომერციული ინფრასტრუქტურა, მინი-მოლი „Retail Plaza“;

მეორე ფაზაში „თბილისის აკრები“ რელიეფის ბუნებრივ ხაზებს მიჰყვება და ერთმანეთთან ჰარმონიულად დაკავშირებულ არქიტექტურულ რკალებად ვითარდება. ეს კომპოზიცია ქალაქის ახალ, გამორჩეულ სილუეტს შექმნის, ხოლო აპარტამენტების მაცხოვრებლებს უნიკალური, 360-გრადუსიანი ხედებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

დაბალი, 7–8-სართულიანი განაშენიანებით „თბილისის აკრები“ ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულ კავშირს ინარჩუნებს და ქმნის მეტი სივრცის, სიმშვიდისა და კომფორტის განცდას. მეორე ფაზის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დიდი სარეკრეაციო ზონებია, რომელთა ცენტრალური ნაწილი უბნის უდიდესი, ერთჰექტრიანი პარკი იქნება.

პირველი ფაზის შედეგები

პირველი ფაზის ფარგლებში „თბილისის აკრები“ 13 საცხოვრებელ კორპუსსა და 600-ზე მეტ აპარტამენტს აერთიანებს. ცამეტივე კორპუსის მშენებლობა პარალელურ რეჟიმში, განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც პროექტის მასშტაბის გათვალისწინებით სამშენებლო ინდუსტრიისთვის ახალ საორიენტაციო ნიშნულს ქმნის.

მეორე ფაზის ანონსით „თბილისის აკრები“ აგრძელებს მთავარი ხედვის განხორციელებას -შექმნას დაბალი განაშენიანების, დიდი სარეკრეაციო ზონებისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე თვითმყოფადი უბანი, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, ბუნებასთან სიახლოვე და ქალაქის ყველა საზოგადოებრივი ინსფასტრუქტურა ერთ სივრცეში ერთიანდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია:

პირდაპირი ვიზიტი გაყიდვების ოფისში: Tbilisi Acres - . აბაშიძის #70

ონლაინ კონსულტაცია

სატელეფონო ზარი: +995 (32) 290 05 05 / *5005

„თბილისის აკრები“ მეორე ფაზას აანონსებს

ხშირად დასმული კითხვები

სად მდებარეობს თბილისის აკრები?

თბილისის აკრები ვაკესა და საბურთალოს შორის მდებარეობს. ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან 2 წუთის სავალზე.

რა ინფრასტრუქტურა იქნება უბანში?

თბილისის აკრები პირველი თვითმყოფადი უბანის, სადაც დაგეგმილია მრავალფუნქციური და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მაცხოვრებლების კომფორტული ცხოვრებისათვის. 

პროექტი მოიცავს განვითარებულ საზოგადოებრივ სივრცეებს, მინი-მოლს / რითეილ პლაზას, რესტორნებსა და ბარებს.

ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების მხარდასაჭერად უბანში განთავსდება , აუზი, სპორტული მოედნები, პადელის კორტები და სკეიტ-პარკი. ასევე გათვალისწინებულია საბავშვო გასართობი სივრცეები, მყუდრო მოსასვენებელი ზონები, საპიკნიკე და სალაშქრო სივრცეები, რაც ქმნის სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს ერთ სივრცეში.

რა ეტაპზეა თბილისის აკრების პირველი ფაზის მშენებლობა?

პირველი ფაზის ფარგლებში „თბილისის აკრები“ 13 საცხოვრებელ კორპუსსა და 600-ზე მეტ აპარტამენტს აერთიანებს. ცამეტივე კორპუსის მშენებლობა პარალელურ რეჟიმში, განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც პროექტის მასშტაბის გათვალისწინებით სამშენებლო ინდუსტრიისთვის ახალ საორიენტაციო ნიშნულს ქმნის.

რა განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს თბილისის აკრების მე-2 ფაზას?

მეორე ფაზაში „თბილისის აკრები“ რელიეფის ბუნებრივ ხაზებს მიჰყვება და ერთმანეთთან ჰარმონიულად დაკავშირებულ არქიტექტურულ რკალებად ვითარდება. ეს კომპოზიცია ქალაქის ახალ, გამორჩეულ სილუეტს შექმნის, ხოლო აპარტამენტების მაცხოვრებლებს უნიკალური, 360-გრადუსიანი ხედებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.


დაბალი, 7–8-სართულიანი განაშენიანებით „თბილისის აკრები“ ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულ კავშირს ინარჩუნებს და ქმნის მეტი სივრცის, სიმშვიდისა და კომფორტის განცდას. მეორე ფაზის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დიდი სარეკრეაციო ზონებია, რომელთა ცენტრალური ნაწილი უბნის უდიდესი, ერთჰექტრიანი პარკი იქნება.

ზარის მოთხოვნა

გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, და ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს დროში.
გაგზავნით ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების წესებს და პირობებს.