თბილისის აკრები — იყიდე ბინა პირველადი შენატანის გარეშე ახალ წელს
ყველა ადამიანს უოცნებია საკუთარ ბინაზე, რომელსაც თავისი გემოვნებით მოაწყობდა და მასში მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ზოგიერთმა უკვე აიხდინა ოცნება, ზოგიერთი კი — ამ ოცნების ახდენაზე მუშაობს.
მაგრამ ახალ წელს, ოცნებები ყველასთვის მარტივად ხდება და პირველ თვითმყოფად უბანშიც ახდენილი ოცნებების წელი იწყება!
0% პირველადი შენატანი ახალ წელს
თუ ახალ წელს ბინას თბილისის აკრებში იყიდი, დანაზოგი არ დაგჭირდება.
პირველი თვითმყოფადი უბნის პირველი საახალწლო საჩუქარი სწორედ იმ პირველ გადამწყვეტ ნაბიჯს უკავშირდება, რომლის გადადგმაშიც ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.
როგორც წესი, ახალი ბინის შესაძენად, პირველადი შენატანისთვის დიდი დანაზოგი გინდა, მაგრამ არა ახალ წელს და არა თბილისის აკრებში.
თბილისის აკრებში ახდენილი ოცნებების წელი იწყება და ბინის ყიდვა ახალ წელს პირველადი შენატანის გარეშე შეგიძლია!
რატომ არის პირველი თვითმყოფადი უბანი - თბილისის აკრები შენი საოცნებო სახლი?
პირველი თვითმყოფადი უბნის მშენებლობა უკვე დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესშიც კი, თბილისის აკრები ჩართულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მომავალ მაცხოვრებლებს წარმოუჩენს ინოვაციურ უბანში ცხოვრების გამოკვეთილ უპირატესობებს.
დავიწყოთ იმით, რომ აქ მართლა ყველაფერია სრულყოფილი ცხოვრებისთვის
პირველად საქართველოში თბილისის აკრები მაცხოვრებლებს სთავაზობს საცხოვრებელ ტერიტორიას და ქალაქის ყველა საზოგადოებრივ სივრცეს ერთ უბანში. ყველა ობიექტი, რომლის გამოც ახლა მთელ ქალაქში გიწევს გადაადგილება, შენს უბანში, ფეხით სავალ მანძილზე გექნება. აქ დაგხვდება:
- კომერციული და საგანმანათლებლო ცენტრები;
- სარესტორნო ბრენდები და სერვის ობიექტები;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრალური მოედანი;
- კულტურული, კომერციული თუ გამაჯანსაღებელი დაწესებულებები;
თბილისის აკრებში საუკეთესო გარემოა განვითარებისთვის
თვითმყოფადი უბნის კონცეფცია ერგება შენს, როგორც თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს, სურვილებსა და მისწრაფებებს. რა ინტერესებიც არ უნდა გქონდეს, რასაც ადრე ვერ ახერხებდი ან ვერ ასწრებდი, ახლა შეძლებ, რადგან ყოვლისმომცველი უბანი ქმნის განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. აქ გაერთიანებულია:
- ქალაქის კომფორტი;
- ნამდვილ ბუნებასთან სიახლოვე (და არა უბრალოდ ახლადჩარგულ ხეებთან) — ნამდვილად სუფთა ჰაერი;
- სოციალიზაციის ულევი შესაძლებლობა — სოციალური აქტივობებისა და ღონისძიებების მრავალფეროვნება;
- ნაყოფიერი და მშვიდი სივრცე თვითრეალიზებისთვის;
თბილისის აკრების ლოკაცია
ზომა: 62 ჰექტარი
მდებარეობა: ვაკე-საბურთალოს შორის, ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზა
გარემოცვა: 90,000 კვ.მ ბუნებრივი ლანდშაფტი და ტყის მასივი
პირველი თვითმყოფადი უბანი ორ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ უბნებს, ვაკესა და საბურთალოს შორის მდებარეობს. უბნისთვის შენდება დამოუკიდებელი მაგისტრალი, რომელიც თბილისის აკრებს ქალაქთან დააკავშირებს.
სწორი დაგეგმარებით, ქალაქის ფუნქციების გადანაწილებით და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლოკაციით თბილისის აკრები განტვირთავს მოძრაობას მთელ ქალაქში.
დამატებით, პროექტის ადგილმდებარეობა, ყოვლისმომცველი ფუნქციურობა, სოციალური აქტივობების მრავალფეროვნება და ბუნებასთან სიახლოვე მას მიმზიდველს ხდის, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციო კუთხით. აქ მოგხიბლავს:
- ვაკე-საბურთალოსთან სიახლოვე;
- ტყესთან ახლოს ცხოვრება;
- რეალურად სუფთა ჰაერი;
- შთამბეჭდავი ხედები;
- მარტივი გადაადგილება უბნის შიგნით;
- ქალაქთან დამაკავშირებელი სპეციალური გზა თბილისის აკრებისკენ;
მშენებლობის საერთაშორისო სტანდარტი და მომსახურების სტაბილურად მაღალი ხარისხი - ჩვენი დაპირებაა
თბილისის აკრებს მართავს ანაგი ქოლაბი — უძრავი ქონების ლიდერის, ანაგის შვილობილი კომპანია, რომელსაც ამ სფეროში 35-წლიანი გამოცდილება აქვს.
თვითმყოფადი უბანი უმაღლეს დონეზე დაცული და მოვლილი ტერიტორია იქნება. თანამედროვე ჭკვიანი მოწყობილობებით და მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი აპლიკაციით უბანში შენარჩუნდება წესრიგი, სიმშვიდე და მომსახურების მაღალი ხარისხი.
ანაგი ქოლაბი მიზნად ისახავს ინოვაციური და მდგრადი პროექტების ხელშეწყობას და სექტორის შემდეგ საფეხურზე გადაყვანას, აქედან გამომდინარე, ეს იძლევა პირობას, რომ პროექტის თავდაპირველი ჩანაფიქრი უცვლელი დარჩება და მხოლოდ პროგრესისკენ აიღებს გეზს.
ახდენილი ოცნებების და მასშტაბური სიახლეების წელი ახლოვდება
თბილისის აკრები ქალაქისთვის სიახლეა, რომელსაც ყველანი მოუთმენლად ველით.
პირველი თვითმყოფადი უბნის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, გაყიდვები დაწყებულია, პერიოდულად მომავალ მაცხოვრებლებს შთამბეჭდავ წვეულებებზე ვეპატიჟებით, თბილისი თვალსა და ხელს შუა იზრდება, ქალაქში იქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომლის გარშემოც ადამიანები ერთიანდებიან და ახალი წელიც გვიახლოვდება და თუ შენ, ახალ მყუდრო ბინაზე გეფიქრება — ახლა სწორედ ის დროა ჩვენგან ახალი წლის საჩუქარი მიიღო ꨄ︎.
